Tuesday, September 9, 2014

    ღამით როდესაც იდუმალი ლანდები თავისკენ მიხმობდნენ მე გავუყევი გზას და გარდაცვალებულთა სავანესთან  აღმოვჩნდი, კარს მძიმე ბოქლომი ედო, ერთი წუთით ღობის მეორე მხარეს გადასვლაზეც კი ვიფიქრე მაგრამ...
    შორიდან დავცქეროდი გრანელის საფლავს და მახსენდებოდა მისი სისხლიანი "memento mori" ვფიქრობდი მისი სიცოცხლის ბოლო წლებზე, მარტოობის ქსელში გახვეულს მუდამ თან ახლდა მისი განუყრელი და - სიჩუმე ... ალბათ ეს ვიღაცისთვის ტრაგედიაა, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ რომ ეს ტრაგედია სრულყოფილია, ამ ტრაგიზმში მჟღავნდება მისი სიდიადე. ტერენტის პოეზია სულში რაღაც ღრმა სიმებს ეხება და გაურკვეველ ემოციებს იწვევს, თითქოს რაღაც დიადისკენ გვიხმობს და გვიზიდავს, სულში სიკეთეს ბადებს, გულს ფეთქვას აიძულებს და ძარღვებში სისხლი მოძრაობას იწყებს. ეს გრძნობა ღრმა მელანქოლიურია ...
    მახსენდება ლადო ასათიანი რომლის საფლავიც მართლაც სამუდამოდ მივიწყებულია და სევდა მიპყრობს, ასევე ლადოს საფლავის გვერდით დაკრძალული დები იშხნელები და კვლავ სევდა მიპყრობს.
"საქართველოში იბადებოდნენ
 და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე"!
უცნაური და  ამოუხსნელია ცხოვრების არსი და მასზე სავალი გზები ...
ამ ფიქრებში ჩაძირული დიდხანს  ვიდექი ცარიელ ქუჩში სამუდამოდ გამოხურული კარის წინ და ...    
"განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო
 თქვენს ყოფაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო
 განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი..."


                                                                                                                                                                                                             08.09.2014